HTML cources დამწყებთათვის...

HTML – Hyper Text Markup Language - ჰიპერტექსტების მარკირების ენა

მსოფლიო "ობობას ქსელი" World Wide Web (WWW) შედგება Web-გვერდებისაგან, რომლებიც იწერება HTML ენაზე. ხშირად ამ ენას პროგრამირების ენას უწოდებენ. მაგრამ HTML არ არის პროგრამირების ენა სტანდარტული გაგებით. იგი წარმოადგენს ჰიპერტექსტების მარკირების ენას.

HTML-ის I ვერსია დაამუშავა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ევროპის ლაბორატორიის თანამშრომელმა ტიმ ბერნერს-ლიმ 1989 წელს. სწორედ მან შემოიღო აღნიშვნა URL. HTML-ის პირველმა ვერსიამ დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა და მოხდა მისი გადანომრა. HTML-ის გამოჩენით დაიწყო ინტერნეტის ახალი ეპოქა.

ჰიპერტექსტი - ეს არის ინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს კომპიუტერის ეკრანზე ტექსტის ერთი ელემენტიდან მოხდეს გადასვლა ტექსტის მეორე ელემენტზე. პრაქტიკაში, ჰიპერტექსტში ზოგიერთ სიტყვებს გამოყოფენ ტექსტიდან ან ხაზგასმით ან ფერის შეცვლით (ჰიპერგადასვლა): გამოყოფილი სიტყვა გვეუბნება, რომ იგი დაკავშირებულია რაღაც დოკუმენტთან, რომელშიც მოცემული სიტყვის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციაა მოცემული

HTML ფორმატში შესრულებულ დოკუმენტებს ეწოდება

* HTML  დოკუმენტი
* Web  დოკუმენტი
* Web გვერდი

ასეთ გვერდებს აქვთ .htm ან .html გაფართოება

ჰიპერგადასვლა - ეს არის ტექსტის ფრაგმენტი, რომელიც წარმოადგენს მაჩვენებელს სხვა ობიექტზე ან ფაილზე გადასასვლელად.

Web გვერდების ჯგუფს, რომლებიც ერთ ავტორს, ან ერთ გამოცემას ეკუთვნიან და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ჰიპერგადასვლებით , რომლებიც  ქმნიან ერთიან სტრუქტურას,
Web-კვანძი ან Web-საიტი ეწოდება.

HTML -ის ძირითადი ტეგები  იხ აქ...
(მასალა აღებულია საიტიდან www.pcmania.ge ელ.სახელმძღვანელოები)


online კურსები HTML -ზე იხ. აქ.. ან აქ... :)

ვ ი დ ე ო    გ ა კ ვ ე თ ი ლ ე ბ ი